FlyNero
FlyNero

თქვენი ყოველდღიური ენერგიის წყარო ტვინისთვის: სოლგარის გინკო ბილობას ეფექტი

თანამედროვე სამყაროში დრო თითქოს ისე სწრაფად გადის, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. ეს, გარკვეულწილად, ტექნოლოგიურმა თუ სხვა სახის განვითარებამ გამოიწვია. 

ცხოვრების რიტმი ისე აჩქარდა, რომ მასთან დასაწევად ადამიანებს უამრავი წინაღობის გადალახვა უწევთ ხოლმე. ეს კი როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ გადაღლას იწვევს. 

 

მუდმივი ინფორმაციული ნაკადი, სამუშაო დატვირთვა, სტრესი და სხვადასხვა ამოცანა გაიძულებთ, რომ ყოველდღიურად უამრავი ენერგია დახარჯოთ. მეხსიერება, ფოკუსი და კონცენტრაცია – სწორედ ეს არის ის უნარები, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. 

 

ზოგჯერ, ისე ხდება, რომ ორგანიზმს თქვენი დახმარება სჭირდება. ის გარკვეულ სიგნალებს გიგზავნით და თქვენც უნდა უპასუხოთ. სწორედ აქ ჩნდება საკვები დანამატის – გინკო ბილობა სოლგარი როლი. მას მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ენდობა და აქტიურად იყენებს. 

რა არის გინკო ბილობა და რატომ ითვლება „ტვინის ვიტამინად“?

გინკო ბილობა ერთ-ერთია იმ მცენარეებიდან, რომელიც დედამიწაზე უძველესი დროიდანაა. შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა მონაცემის თანახმად, მისი ისტორია 270 მილიონ წელზე მეტს ითვლის. 

აღმოსავლურ მედიცინაში ამ სამკურნალო მცენარეს, გონებრივი და ფიზიკური გამძლეობის განსამტკიცებლად, საუკუნეების განმავლობაში, იყენებდნენ. მისი ფოთლებისგან მიღებული ექსტრაქტი მდიდარია ფლავონოიდებითა და ტერპენოიდებით – ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს ხელს უწყობენ. გინკო ბილობას სისხლძარღვების ტონუსის მხარდაჭერა და ტვინისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესება შეუძლია. 

რატომ სოლგარი? – ხარისხის სტანდარტი და სანდოობა

გინკო ბილობა სოლგარი მაღალი სანდოობით, ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა. 

ზოგადად, Solgar საკვები დანამატების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პრემიუმ ბრენდია. კომპანიას აქვს „ოქროს სტანდარტი“, რაც ნიშნავს წარმოებისას მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ნედლეულის გამოყენებას; ფარმაცევტული ხარისხის წარმოებას; პროდუქტის ტესტირებას – სისუფთავის, სტაბილურობისა და ეფექტიანობისთვის; ხარისხის მონიტორინგს – ნედლეულის მიღებიდან მომხმარებლის ხელში მოხვედრამდე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოლგარის პროდუქტები GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტის დაცვითაა დამზადებული, რაც უსაფრთხოებას, სისუფთავესა და მაქსიმალურ ბიოშეღწევადობას უზრუნველყოფს.

ამ საკვებ დანამატს ბუნებრივი შემადგენლობა აქვს. სოლგარის გინკო ბილობა გამოირჩევა სუფთა, ავთენტური ფორმულით, რაც ნიშნავს, რომ არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს; კონსერვანტებს; არომატიზატორებს; სინთეტიკურ დანამატებს.

გინკო ბილობა სოლგარი მზადდება ნედლეულისგან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტვინის „კვებისთვის“.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ გინკო ბილობა სოლგარი არის ბუნებრივი, სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ფორმულა, რომელსაც როგორც ექიმები, ისე მომხმარებლები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ენდობიან.

როგორ მოქმედებს სოლგარის გინკო ბილობა გონებრივ ენერგიაზე, მეხსიერებასა და სტრესზე?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოლგარის გინკო ბილობა მცენარეული წარმოშობის, სტანდარტიზებული ფორმულაა, რომელიც ტვინის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, მეხსიერების გაუმჯობესებაზე, კონცენტრაციაზე, გონებრივ ენერგიასა და სტრესის რეგულაციაზე მოქმედებს.

მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება – სოლგარის გინკო ბილობა ზრდის ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც აძლიერებს ნეირონების კვებასა და ჟანგბადით მომარაგებას. შედეგად: ინფორმაცია უფრო სწრაფად აღიქმება და ინახება; იზრდება დამახსოვრების სიზუსტე; ინტელექტუალურ და სასწავლო პროცესებში კონცენტრაცია უმჯობესდება. 

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, ოფისის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვისაც ინფორმაციის დამუშავება ხშირად უწევთ. 

ეს საკვები დანამატი არ არის უბრალოდ „მეხსიერების ვიტამინი“. ის მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ნეიროენერგეტიკი. გარდა ამისა, მას სტრესისა და ემოციური დაღლილობის შემცირება შეუძლია. გინკო ბილობას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ნერვულ სისტემას სტრესთან ბრძოლაში ეხმარება. ის ამცირებს კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონეს; ხელს უწყობს სიმშვიდის შეგრძნებას; აღადგენს გონებრივ ენერგიას სტრესულ და დატვირთულ დღეებში.

გინკო ბილობა სოლგარი – როგორ მიიღოთ სწორად? 

 

რეკომენდებულია დღეში 1-2 კაფსულის მიღება. სასურველია, კვების პარალელურად, რადგან ასე კუჭის შესაძლო გაღიზიანების რისკი მინიმუმამდე დაიყვანება და ორგანიზმში ნივთიერებები უკეთ შეიწოვება. 

 

უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დანამატის მიღება სისხლის გამათხელებელ პრეპარატებთან ერთად მიზანშეწონილი არ არის. ორსულობის, ლაქტაციის ან ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სად შეგიძლიათ შეიძინოთ? 

 

სანდო, ხარისხიანი და უსაფრთხო სოლგარის გინკო ბილობა საქართველოში ხელმისაწვდომია. თქვენ მისი შეძენა სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოში შეგიძლიათ. ეს არის აფთიაქი, სადაც თითოეული მომხმარებლის კითხვებს გულისყურით პასუხობენ და მათ ინტერესებზე ზრუნავენ. მარაგებისა და ფასის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ფარმადეპოს ვებ გვერდის საშუალებით ან უშუალოდ, აფთიაქში მისვლით გაეცნოთ. 

spot_imgspot_img

ბლოგები