თბილისი ბაქო ავიაბილეთები / Tbilisi Baku

0
335
თბილისი ბაქო

თბილისი ბაქო ავიაბილეთები მათთვის, ვინც მეზობელ აზერბაიჯანში გამგზავრებას გეგმავს. კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბაქო, მოგზაურებს აოცებს თავისი ისტორიისა და კულტურის თანამედროვეობასთან უნიკალური შერწყმით. ეს ადგილი რამდენიმე განზომილებაში გამოგზაურებთ: აზიურ ქალაქში, კოლონიურ ნაწილში და საბჭოთა პერიოდში. ბაქოს არქიტექტურაში შეხვდებით როგორც ბაროკოს სტილს, ასევე სოციალისტურ კლასიციზმს და მოდერნიზმს.

არსებობდა მოსაზრება, რომ ბაქო ყოველთვის ცდილობდა დამსგავსებოდა პარიზს, თუმცა ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება, რომ ქალაქის არქიტექტურამ გეზი დუბაისკენ აიღო. FlyGeorgia.ge ამ სტატიაში მოგიყვებათ აზერბაიჯანის ულამაზესი დედაქალაქის მიმართულებით რეისებზე, ავიაკომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის ფრენებს და ბაქოს მთავარ ღირსშესანიშნაობებზე.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ბაქო -ს მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან ამ მიმართულებით პირდაპირ რეისებს აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL და ქართული ავიაკომპანია Georgian Wings ახორციელებს. ერთი გადაჯდომით ფრენები კი Turkish Airline -ს აქვს.

თბილისი ბაქო ავიაბილეთები -ს ღირებულება

ამ მიმართულებით, მხოლოდ ერთი გზის, ავიაბილეთის  შეძენა შეგიძლიათ 250- დან 350 ლარის ფარგლებში. გასათვალისწინებელია, რომ ავიაბილეთების ღირებულება მუდმივად იცვლება და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რომელ სეზონზე გეგმავთ მოგზაურობას, რამდენი ხნით ადრე შეიძენთ ბილეთს, ემთხვევა თუ არა რეისი უქმე დღეებს ან რომელიმე დღესასწაულს, დღის რომელ მონაკვეთში სრულდება ფრენა.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა?

აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთია. გადაჯდომით რეისის აწყობისას კი ფრენის სრული დრო დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობასა და ავიაკომპანიაზე.

რჩევის სახით, გაითვალისწინეთ, Tbilisi Bako Aviabiletebi -ს ელექტრონულად შეძენისას, ყურადღება გაამახვილოთ აეროპორტში მოცდის დროზე, რომელიც დაახლოებით 2-3 საათს მაინც უნდა მოიცავდეს, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება. განსაკუთრებით მაშინ თუ აეროპორტი გადატვირთულია ან პირველად იმყოფებით მასში.

რა უნდა ნახოთ ბაქოში?

სტატიის ამ ნაწილში გაგიზიარებთ გზამკვლევს, რომელიც გაგიძღვებათ ბაქოს პოპულარული ტურისტული სანახაობებისკენ.

  • Maiden Tower – ბაქოს სიმბოლო, რომელიც გთავაზობთ ულამაზეს პანორამულ ხედებს ქალაქზე და კასპიის ზღვაზე. დაათვალიერეთ მისი მისტიური ინტერიერი, რომელიც სავსეა ისტორიებითა და ლეგენდებით, თან კი საუკუნეებს ითვლის.
  • შირვანშაჰის სასახლე – იუნესკოს მიერ დაცული ქალაქის უძველესი სიმბოლო, რომელიც ძალიან კარგად ასახავს მე-15 საუკუნის არქიტექტურას. აქვეა მინიატურული წიგნების მუზეუმიც. ექსპოზიცია აერთიანებს 6000 წიგნის ეგზემპლარს, რომელთა შორის არაერთი ქართული წიგნია.
  • ჰეიდარ ალიევის ცენტრი – უზარმაზარი კომპლექსი ბაქოში. ეს ნაგებობა ყველასგან გამორჩეულია თავისი განსხვავებული დაგეგმარებითა და ინტერიერით. ცენტრში ისწავლება სხვადასხვა დარგები, როგორიცაა სახელმწიფო მშენებლობის ფილოსოფია, აზერბაიჯანის ისტორია, კულტურა, ენა, სულიერი და ეროვნული ღირებულებები.
  • ნიზამის ქუჩა – საფეხმავლო სავაჭრო ქუჩა ბაქოს გარეუბანში. ქუჩას სახელი ეწოდა სპარსელი პოეტისა და ჰუმანისტის, ნიზამი განჯევის პატივსაცემად. აქ შეხვდებით უამრავ ბანკსა და მაღაზიას, ასევე ნორვეგიის, დინერლანდების, გერმანიის, ავსტრიისა და ევრიკავშირის საელჩოებს.
  • სულთან აჰმედის მეჩეთი – მას ასევე ცისფერ მეჩეთსაც უწოდებენ. მეჩეთი ლურჯი ფილებით არის მოპირკეთებული. სწორედ თავისი ინტერიერის გამო დაარქვეს მეორე სახელწოდება. სულთან აჰმედის მეჩეთის ბილეთების ღირებულება
    იხილეთ აქ.

ვიმედოვნებთ, ჩვენი სტატია თქვენთვის ინფორმატიული და სასარგებლო აღმოჩნდა, ხოლო თბილისი ბაქო ავიაბილეთები -ს შეძენისას მარტივად შეძლებთ აირჩიოთ სასურველი ავიაკომპანია და შეარჩიოთ სასურველი ღირსშესანიშნაობები. ამასთანავე, თუ ხართ დაინტერესებული სხვადასხვა მიმართულებებით, გაეცანით FlyGeorgia.Ge -ს სხვა სტატიებსაც და გაიგეთ მეტი არა მხოლოდ ბაქოს, არამედ ბევრი ტურისტულად აქტიური და საინტერესო ქალაქის შესახებ.

თბილისი ბაქო ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან უმარტივესად.  დაზოგეთ დრო და ფინანსები, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here