ქუთაისის აეროპორტი / qutaisis aeroporti

საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის ერთ-ერთია ქუთაისის აეროპორტი (დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი). დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეს აეროპორტი მდებარეობს ქალაქ ქუთაისიდან 14 კოლომეტრის დაშორებით, ხოლო თბილისიდან 200კმ.

2012 წელს qutaisis aeroporti განახლდა. 2022 წლის ოქტომბერში სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს. რეაბილიტაციის მიზანი იყო მგზავრთა უსაფრთხოება.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები სრულად მას შემდეგ აღდგა,  რაც ასაფრენ- დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია ბოლომდე იქნა დასრულებული. ქუთაისის აეროპორტში შესაძლებელია ერთდროულად 4 თვითმფრინავისა და 600 მგზავრის მიღება. ავტოსადგომი გვთავაზობს 24 საათიან მომსახურებას, სადაც 124 მანქანის დაყენება არის შესაძლებელი.

ქუთაისის აეროპორტი ს მიზანია მიიზიდოს დაბალბიუჯეტური კომპანიები, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ყველასთვის მიმზიდველი ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ დაბალ ფასად მოგზაურობა სხვადასხვა მიმართულებით.

ქუთაისის აეროპორტი საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან 300კმ რადიუსით უკავშირდება რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.

kutaisis aeroporti ასევე სათადარიგო მნიშვნელობისაცაა, რადგან  ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და კლიმატური პირობები გააჩნია, აქ ნებისმიერი ამინდის მიუხედავად შესაძლებელია ფრენების განხორციელება.

კოპიტნარის აეროპორტი ყველათვის ცნობილია დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების სიმრავლით. როგორებიცაა, მაგალითად: Air Astana, Wizzair, Wizz air Abu Dhabi და belavia.

პირდაპირი რეისები სრულდება შემდეგი მიმართულებით: პარიზი, ვარშავა, პრაღა, ლარნაკა, ბუდაპეშტი, დორტმუნდი,ვილნიუსი, სალონიკი, მილანი, რომი, ბარსელონა და სხვა. ჩამონათვალი მუდმივად იზრდება.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში. ვიზიარი ფრენებს მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს. ვიზიარი პირველ ადგილზეა დაბალფასიანი ავიაბილეთებით და შესრულებული რეისებით.

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმათი7 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026FlyArystanბილეთები 440 - დან
ათენი2 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 186 - დან
ბარსელონა20 იანვარი 202727 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 363 - დან
ბერლინი5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 369 - დან
ბრიუსელი17 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 271 - დან
ბრატისლავა24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 255 - დან
ბუდაპეშტი11 მარტი 202716 მარტი 2027Wizz Airბილეთები 300 - დან
დორტმუნდი26 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 341 - დან
მემინგენი23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 289 - დან
ფრანკფურტი26 იანვარი 202730 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 278 - დან

ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

სტატიის დასაწყისში როგორც გითხარით, აეროპორტის ავტოსადგომში არის 124 ადგილი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ავტოსადგომი ფასიანია და ავტომობილის ტიპის მიხედვით ფასებიც განსხვავდება.

ავტომობილის არქონის შემთხვევაში აეროპორტში მოხვედრა შეგიძლიათ სპეციალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, რომელთა სერვისებს გვთავაზობს Omnibus Express  და georgian bus.

აეროპორტის მიმართულებით ავტობუსების განრიგი მორგებულია ავიარეისების განრიგებზე. ბილეთების დაჯავშნა ხდება ონლაინ ან სატელეფონო ზარით.

აეროპორტში შეგიძლიათ აგრეთვე აიყვანოთ ტაქსი, რომლის ავტოსადგომიც არის აეროპორტის გასასვლელში.

აეროპორტში გახლავთ სამი ბანკის ბანკომატი

კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში თქვენ შეხვდებით ლიბერთი ბანკის, ქართუ ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებს. სარგებლობა შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

კვება და მაღაზიები

ქუთაისის აეროპორტში განთავსებულია მრავალფეროვანი კვების ობიექტები და მაღაზიები. სარგებლობა შეუძლია ყველა მგზავრს. რესტორნებსა და მაღაზიებს შორის არის როგორც აქაური ისე საერთაშორისო ბრენდები, რაც თავის მხრივ მგზავრებს არჩევანის საშუალებას აძლევს.

ავიაბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჩვენ საიტზე FLYGEORGIA.GE
თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ ავიაბილეთების შეძენას დაგვირეკეთ : 551 907 907 

spot_imgspot_img

ბლოგები