თბილისი კიშინიოვი ავიაბილეთები შეიძინეთ FlyGeorgia.ge -ს მეშვეობით და გაატარეთ დაუვიწყარი დრო ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში, მოლდოვაში. აღმოსავლეთ ევროპის გულში მოთავსებული მოლდოვა ხშირად რჩება ყურადღების ცენტრს მიღმა, თუმცა იგი სავსეა მდიდარი კულტურითა და აღმოსაჩენი ღირსშესანიშნაობებით.
კიშინიოვი განთქმულია თავისი სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობით, ხოლო რახან საქართველოც მსოფლიოში სწორედ ამ ნიშნითაა ცნობილი, ქართველი ტურისტებისთვის მოლდოვის დედაქალაქი იდეალური ადგილი იქნება სამოგზაუროდ. ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას Tbilisi Kishinev Aviabiletebi -ს შესახებ და მოგიყვებით, თუ რას უნდა ელოდოთ ამ მოგზაურობისგან.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით?
თბილისის აეროპორტი -დან კიშინიოვის მიმართულებით როგორც პირდაპირ, ასევე ერთი გადაჯდომით რეისებს ახორციელებს მოლდოვური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flyone. არაპირდაპირ ფრენებს დამატებით გვთავაზობს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines და ასევე პოლონური ავიაკომპანია Lot.
თბილისი კიშინიოვის ავიაბილეთები -ს ღირებულება
მხოლოდ ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 700- დან 900 ლარამდე მერყეობს, თუმცა აღნიშნულ მიმართულებაზე ფასები მუდმივად იცვლება. ფასის ცვლილება რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: რომელ სეზონზე გეგმავთ მოგზაურობას, რამდენი ხნით ადრე შეიძენთ ავიაბილეთს, ემთხვევა თუ არა რეისი უქმე დღეებს, დღის რომელ მონაკვეთში სრულდება ფრენა, გეგმავთ თუ არა გამგზავრებას რომელიმე გრანდიოზული დღესასწაულის პერიოდში.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა?
Flyone -ის მიერ განხორციელებული პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია. თბილისი კიშინიოვი ავიაბილეთები –ს ერთი გადაჯდომით რეისის აწყობისას, ფრენის სრული დრო დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობასა და ავიაკომპანიაზე. სწრაფად და მარტივად თუ გსურთ ბილეთის შეძენა, გირჩევთ შეიძინოთ ონლაინ, თუმცა რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ შეძენისას დააკვირდეთ აეროპორტში მოცდის დროს. ეს დრო დაახლოებით 2-3 საათს მაინც უნდა მოიცავდეს, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება. განსაკუთრებით მაშინ თუ აეროპორტი გადატვირთულია ან იქ პირველად იმყოფებით.
რა უნდა ნახოთ კიშინიოვში?
სტატიის ამ ნაწილში გაგიზიარებთ გზამკვლევს, რომელიც გაგიძღვებათ კიშინიოვის ყველაზე მომხიბვლელი ღირსშესანიშნაობებისკენ.
- ტრიუმფალური თაღი – დიახ, მხოლოდ საფრანგეთი არ არის ცნობილი თავისი ტრიუმფალური თაღით. კიშინიოვის ცენტრშიც ამაყად დგას თაღი, რომელიც მოლდოვის ომში გამარჯვების სიმბოლოა. ლამაად მოჩუქურთმებული ტრიუმფალური თაღი ძალიან პოპულარულია, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე ტურისტებში.
- ცენტრალური პარკი – ეს ადგილი მოლდოვას ეროვნული გმირის, სტეფანე დიდის, სახელს ატარებს. პარკი ნამდვილი მწვანე ოაზისია კიშინიოვში. აქ მდებარეობს ულამაზესი ტბა, ბევრი ქანდაკება და ბილიკი. ცენტრალური პარკი შესანიშნავი ადგილია პიკნიკისთვის, სეირნობისა და დასვენებისთვის.
- საკათედრო ტაძარი – ეს გასაოცარი მართლმადიდებლური ტაძარი კიშინიოვის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. თავისი ოქროს გუმბათითა და ელეგანტური არქიტექტურით ის ყველა მნახველის გულს იპყრობს. ტაძრის ინტერიერს საუცხოო ფრესკები ამშვენებს.
- მოლდოვის ეროვნული ისტორიის მუზეუმი – მოლდოვაში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ და თბილისი კიშინიოვი ავიაბილეთები –ს ყიდვას დააპირებთ, მოსანახულებელი ადგილების სიაში აუცილებლად დაამატეთ ეროვნული ისტორიის მუზეუმი. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოლდოვის წარსულით. მუზეუმი საფუძვლიანად გამოგზაურებთ ქვეყნის ისტორიაში. აქ იხილავთ როგორც უძველესი დროის ექსპონატებს, ასევე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს.
- Milestii Mici-ს მეღვინეობა – მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ქალაქის ცენტრში არ მდებარეობს, ღვინის მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს მოლდოვაში მოგზაურობისას. აქ არის მსოფლიოში უდიდესი ღვინის მარანი, მიწისქვეშა სათავსოებით, სადაც მილიონობით ღვინის ბოთლი ინახება.
ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. დაინტერესებული თუ ხართ სხვადასხვა მიმართულებებით, გაეცანით FlyGeorgia.Ge -ს სხვა სტატიებსაც და გაიგეთ მეტი არა მხოლოდ Tbilisi Kishiniovi Aviabiletebi -ს შესახებ, არამედ ბევრი ტურისტულად აქტიური და საინტერესო ქალაქის შესახებ.
თბილისი კიშინიოვი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან უმარტივესად. დაზოგეთ დრო და ფინანსები, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907