თბილისი თელ-ავივი ავიაბილეთები მათთვის, ვისაც სურს ეწვიოს ისრაელის საქმიან ცენტრს. თელ-ავივი იერუსალიმის შემდეგ ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია და მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
თელ-ავივში ბევრი უცხოური საელჩოა. ქალაქი 41-ე ადგილზეა გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში. მას ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი აღენიშნება. ისრაელის ამ არაჩვეულებრივ ქალაქს ყოველწლიურად 2.5 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. თელ-ავივი განთქმულია თავისი ღამი ცხოვრებითა და ვეგანური საკვებით.
FlyGeorgia.ge მოგიყვებათ რეისებზე თელ-ავივის მიმართულებით, ავიაკომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის ფრენებს და გაგაცნობთ ქალაქის ძირითად ღირსშესანიშაობებს. ისიამოვნეთ პირდაპირი ფრენის კომფორტით და ეწვიეთ თელ-ავივს რაც შეიძლება მალე.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი თელ-ავივი -ს მიმართულებით?
თბილისის აეროპორტი -დან ამ მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ისრაელის ავიაკომპანია ELAL Israel Airlines.
თბილისი ისრაელი იაფი ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
30 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 916 -დან | |
21 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 623 -დან | |
17 თებერვალი 2025 | 24 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 725 -დან | |
24 მარტი 2025 | 31 მარტი 2025 | ავიაბილეთები 584 -დან |
თბილისი თელ-ავივი ავიაბილეთები -ს ღირებულება
ავიაბილეთების ღირებულება მუდმივად იცვლება და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რომელ სეზონზე გეგმავთ მოგზაურობას, რამდენი ხნით ადრე შეიძენთ ბილეთს, ემთხვევა თუ არა რეისი უქმე დღეებს ან რომელიმე დღესასწაულს, დღის რომელ მონაკვეთში სრულდება ფრენა.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა?
აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა 3 საათი და 20 წუთია.გადაჯდომით რეისის აწყობისას კი ფრენის სრული დრო დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობასა და ავიაკომპანიაზე.
რჩევის სახით, გაითვალისწინეთ, ავიაბილეთების ელექტრონულად შეძენისას, ყურადღება გაამახვილოთ აეროპორტში მოცდის დროზე, რომელიც დაახლოებით 2-3 საათს მაინც უნდა მოიცავდეს, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება. განსაკუთრებით მაშინ თუ აეროპორტი გადატვირთულია ან პირველად იმყოფებით მასში.
რა უნდა ნახოთ თელ-ავივში?
Tbilisi Tel-Avivi Aviabiletebi -ს შეძენას თუ აპირებთ, ჩვენი გზამკვლევი გაგიძღვებათ თელ-ავივის პოპულარული ტურისტული სანახაობებისკენ. ამ ადგილს “ნამდვილი ბაუჰაუსის დედაქალაქს” უწოდებენ, რადგან აქ ბაუჰაუსის სტილისა და მოდერნისტული შენობების უამრავი ნიმუშია.
- როტშილდის ბულვარი – ამ საკულტო ბულვარში უამრავი ხეა, ბულვარი სავსეა კაფეებით და ბაუჰაუსის სტილის არქიტექტურული ნამუშევრებით. როტშილდის ბულვარი შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ და დასასვენებლად.
- კარმელის ბაზარი – უმსხვილესი ბაზარია თელ-ავივში. ბაზარი გამოირჩევა დაბალი ფასებით, რის გამოც არა მხოლოდ ადგილობრივები სტუმრობენ ხშირად ამ ადგილს, არამედ ტურისტებიც. ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საკვები პროდუქტები, ასევე ცნობილი ბრენდებისა თუ ადგილობრივი წარმოების ორიგინალი ფეხსაცმელები.
- ჯაფა – უძველესი საპორტო ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული ხიბლით, ვიწრო ქუჩებითა და მხატვრების სტუდიებით. პორტს თუ ეწვევით, დატკბებით სანაპიროზე სეირნობითა და თელ-ავივის ულამაზესი პანორამული ხედებით.
- დამოუკიდებლობის დარბაზი – მდებარეობს როტშილდის ბულვარში. ამჟამად ის გადაკეთებულია მუზეუმად, რომელიც ეძღვნება ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერას და თელ-ავივის ისტორიას.
- თელ-ავივის სანაპიროები – აქაური, ხმელთაშუაზღვის გასაოცარი სანაპიროები თელ-ავივის ნამდვილი სიამაყეა. დატკბით ქვიშიანი სანაპიროთი, სერფინგითა და ზღვის აბაზანებით.
თელ-ავივის ქალაქის ტურის ღირებულება იხილეთ აქ.
ვიმედოვნებთ, ჩვენი სტატია თქვენთვის ინფორმატიული და სასარგებლო აღმოჩნდა, ხოლო თბილისი თელ-ავივი ავიაბილეთები -ს შეძენისას მარტივად შეძლებთ აირჩიოთ სასურველი ავიაკომპანია და შეარჩიოთ სანახავი ღირსშესანიშნაობები. ამასთანავე, თუ ხართ დაინტერესებული სხვადასხვა მიმართულებით, გაეცანით FlyGeorgia.Ge -ს სხვა სტატიებსაც და გაიგეთ მეტი არა მხოლოდ თელ-ავივის, არამედ ბევრი ტურისტულად აქტიური და საინტერესო ქალაქის შესახებ.