FlyNero
FlyNero

დროა, ბარიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები დავაბრუნოთ! – მანიფესტი ემიგრანტების დასახმარებლად

იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari

დღევანდელ რეალობაში, როცა იტალიის ქალაქ ბარიში ათასობით ქართველი ცხოვრობს, პირდაპირი ფრენების არქონა სერიოზულ პრობლემად იქცა. ემიგრანტებს უწევთ გადაჯდომით რეისების პოვნა და დროის დაკარგვა, ზედმეტი ხარჯის გაწევა და დამღლელი მგზავრობის გადატანა, რაც ემოციურად განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც სამშობლოში დაბრუნებას ელოდება.

Avia.ge გამოვიდა სპეციალური ინიციატივით – საჯარო მანიფესტით, რომლის მიზანია ამ პრობლემის გაჟღერება და ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის საჭიროების გამოკვეთა.

ინიციატივა ემყარება იტალია -ში მცხოვრები ემიგრანტების გულწრფელ მოთხოვნებს და მრავალრიცხოვან შეტყობინებებს, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმიდან მივიღეთ.

მანიფესტის მოწოდებაა:

„საქართველოსა და ბარის შორის ფრენები უნდა გახდეს პირდაპირი და ხელმისაწვდომი – ემიგრანტების ცხოვრების გასამარტივებლად და სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად.“

თუ თქვენც მიიჩნევთ, რომ ეს წამოწყება მნიშვნელოვანი და დროულია – შემოუერთდით ჩვენს ინიციატივას: 🔗 https://avia.ge/petition-flights-from-bari/

ერთად შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ ბარიდან საქართველოში ფრენების აღდგენა!

spot_imgspot_img

ბლოგები