FlyNero
FlyNero

ბათუმის აეროპორტი / batumis aeroporti

ბათუმის საერთაშორის აეროპორტი, რომელსაც მინიჭებული აქვს ალექსანდრე ქართველის სახელი, მდებარეობს ბათუმში, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე.

აეროპორტიდან ფრენები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:

  • ხარკოვი
  • სტამბოლი
  • თეირანი
  • კიევი
  • ერევანი
  • ბაკო
  • ასტანა
  • ბეირუთი
  • ერ რიადი
  • ამანი
  • მინსკი
  • ელ ქუვეითი
  • თელ-ავივი

ასევე აქვს ადგილობრივი რეისები თბილისში. თუ გსურთ დროის მოკლე მონაკვეთში გადაადგილება, მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტია.

ბათუმის აეროპორტი გაიხსნა 2007 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. “ტავ ჰოლდინგმა” ააშენა აეროპორტის  სამგზავრო ტერმინალი, ასაფრენ დასაფრენი ბილიკი და აეროდრომი. მას შემდეგ რაც ახალი ტერმინალი დაემატა 2021 წელს, ემსახურება მილიონზე მეტ მგზავრს.

ბათუმის აეროპორტიდან ფრენებს ასრულებენ შემდეგი ავიაკომპანიები:

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ასრულებს 10-მდე ავიაკომპანია, აქედან რამდენიმე მხოლოდ სეზონზე ემსახურება მგზავრებს. ეს ავიაკომპანიები გახლავთ:

  • ჯორჯიან აირვეის
  • Turkish Airlains
  • Air Arabia
  • Belavia
  • EI AI
  • Arkia Airlains და ა.შ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს 2016 წლიდან დაემატა ახალი ჩარტერული რეისები და შესაბამისად მგზავრების რაოდენობამაც მოიმატა და 300 000-ს გაადააჭარბა.

ტრანსპორტი და პარკირება ბათუმის აეროპორტში

მგზავრებს ბათუმის ცენტრიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე გადაადგილება შეუძლიათ 10 ნომერი ავტობუსით დაახლოებით 20 წუთში. ავტობუსის გაჩერება არის ტერმინალის წინ.

ბათუმის აეროპორტის პარკინგი სრულიად მორგებულია მგზავრებზე, გათვლილია დაახლოები 100 ავტომობილზე. პარკირება გახლავთ ფასიანი : 1 სთ-2ლ, 2 სთ-4ლ, 6 სთ-5ლ, 12 სთ-7ლ, 24 სთ-10ლ.

მაღაზიები და კვება ბათუმის აეროპორტში

აეროპორტში მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა სურვილისამებრ შეიძნონ სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, საჩუქრების მაღაზიასა და  აეროპორტის Duty Free-ში. Duty Free არის მარაზია, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდების სუნამოები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვა. მარაზია არის საპასპორტო კონტროლის უკან, იგი 24-სათიანია.

გამგზავრების დარბაზში განთავსებულია საქართველოს ბანკისა და რესპუბლიკა ბანკის სერვისები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

აეროპორტის საინფორმაციო ბიურო მდებარეობს გამგზავრების დარბაზში, სადაც მგზავრებს შეუძლიათ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია 24/7-ზე. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ.

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ურონველყოფა მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომაც ბათუმის აეროპორტს ემსახურება სამედიცინო პუნქტი.

spot_imgspot_img

ბლოგები