უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ტელეფონი ერთდროულად რუკის, გზამკვლევის, თარჯიმნისა და საკომუნიკაციო საშუალების ფუნქციას ითავსებს. მისი დახმარებით ვპოულობთ სასტუმროს, ვამოწმებთ ფრენის სტატუსს, ვუკავშირდებით ახლობლებს და ვირჩევთ ქალაქში გადაადგილების საუკეთესო მარშრუტს. სწორედ ამიტომ სამოგზაურო ინტერნეტი მოგზაურობის დაგეგმვის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ავიაბილეთების, საცხოვრებლისა და სამოგზაურო დაზღვევის წინასწარ შერჩევა.
პრობლემები ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც მგზავრი ინტერნეტზე ფიქრს მხოლოდ დანიშნულების ადგილას ჩასვლის შემდეგ იწყებს. ძვირი როუმინგი, აეროპორტში SIM-ბარათის რიგებში დგომა და არასანდო საჯარო Wi-Fi მოგზაურობის პირველივე საათებს ართულებს. ამიტომ ინტერნეტთან დაკავშირების საკითხი უმჯობესია გამგზავრებამდევე მოაგვაროთ.
რატომ გვჭირდება ინტერნეტი მოგზაურობისას
საზღვარგარეთ ინტერნეტი მხოლოდ სოციალურ ქსელებში ფოტოების გამოსაქვეყნებლად არ გვჭირდება. ის ყოველდღიური გადაადგილების, ინფორმაციის მოძიებისა და უსაფრთხო კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
ინტერნეტთან წვდომა გვეხმარება:
- ონლაინ რუკებისა და ნავიგაციის გამოყენებაში
- აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტის მოძიებაში
- ფრენის განრიგისა და გასასვლელის (Gate) ცვლილების შემოწმებაში
- სასტუმროსა და სხვა ჯავშნების დადასტურებაში
- მენიუს, აბრებისა და სხვა ტექსტის თარგმნაში
- ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აპლიკაციების გამოყენებაში
- ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დაკავშირებაში.
კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობის პირველ საათებში, როდესაც გარემო ჯერ კიდევ უცნობია და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიება გვიწევს.

როუმინგი, ადგილობრივი SIM თუ eSIM?
საზღვარგარეთ მობილური ინტერნეტით სარგებლობის რამდენიმე გზა არსებობს. არჩევანის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია თითოეული ვარიანტის უპირატესობებისა და შეზღუდვების შეფასება.
სტანდარტული როუმინგი
როუმინგის მთავარი უპირატესობა სიმარტივეა: მომხმარებელი საკუთარ ნომერს ინარჩუნებს და დამატებითი ბარათის შეძენა არ სჭირდება.
თუმცა როუმინგის ტარიფი დამოკიდებულია სამოგზაურო ქვეყანაზე, არჩეულ ქსელსა და გამოყენებული ინტერნეტის მოცულობაზე. თუ შესაბამის პაკეტს წინასწარ არ გაააქტიურებთ, მობილური ინტერნეტის გამოყენებამ შესაძლოა მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი ხარჯი გამოიწვიოს.
გამგზავრებამდე გადაამოწმეთ:
- მოქმედებს თუ არა პაკეტი დანიშნულების ქვეყანაში
- რა მოცულობის ინტერნეტს მოიცავს შეთავაზება
- რა ხდება პაკეტის ამოწურვის შემდეგ;
- გრძელდება თუ არა მომსახურება ავტომატურად;
- რა ღირს დამატებითი ინტერნეტის გამოყენება.
ადგილობრივი SIM ბარათი
ხანგრძლივი მოგზაურობისას ადგილობრივი ოპერატორის SIM ბარათი პრაქტიკული არჩევანი შეიძლება იყოს: მომხმარებელი ადგილობრივ ნომერს იღებს და ხშირად სხვადასხვა მოცულობის ინტერნეტპაკეტს შორის არჩევანის საშუალებაც აქვს.
თუმცა ბარათის შესაძენად საჭიროა მაღაზიის მოძებნა, პასპორტის წარდგენა და რეგისტრაცია. ხშირად ტელეფონიდან საკუთარი SIM ბარათის ამოღებაც გიწევთ, რის გამოც ზარებსა და შეტყობინებებზე წვდომა გეზღუდებათ.
როგორ მუშაობს eSIM
eSIM ტელეფონში ჩაშენებული ციფრული SIM ბარათია, რომლის გამოსაყენებლად ფიზიკური ბარათის შეცვლა საჭირო არ არის. ინტერნეტპაკეტის შეძენის შემდეგ მომხმარებელი იღებს QR კოდს ან აქტივაციის ინსტრუქციას და შესაბამის პროფილს ტელეფონში ამატებს.
ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მოსახერხებელია მოკლე და საშუალო ხანგრძლივობის მოგზაურობისას: ძირითადი ნომერი ტელეფონში რჩება, მობილური ინტერნეტისთვის კი ცალკე ციფრული პაკეტი გამოიყენება.
როგორ შევარჩიოთ შესაფერისი ინტერნეტპაკეტი
პაკეტის არჩევისას მხოლოდ ფასის შედარება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია მოგზაურობის ხანგრძლივობა, დანიშნულების ქვეყანა და ის, თუ რამდენად აქტიურად იყენებთ ინტერნეტს.
გაითვალისწინეთ მოგზაურობის ხანგრძლივობა
პაკეტის მოქმედების ვადა მთლიან მოგზაურობას უნდა ფარავდეს. თუ საზღვარგარეთ შვიდი დღით რჩებით, უმჯობესია ინტერნეტი დაბრუნების დღის ჩათვლით გქონდეთ.
გაითვალისწინეთ ფრენის დრო და დროის სარტყელიც: ზოგიერთი პაკეტის ვადა ქსელთან პირველი დაკავშირებისას იწყება, ზოგისა კი – შეძენის ან გააქტიურების მომენტიდან.
გაითვალისწინეთ ინტერნეტის გამოყენების ინტენსივობა
მხოლოდ შეტყობინებების გაგზავნასა და რუკის პერიოდულ გამოყენებას შედარებით მცირე მოცულობის ინტერნეტი სჭირდება, ხოლო ვიდეოების ყურება, ვიდეოზარები და ფოტოების ატვირთვა გაცილებით მეტს მოითხოვს.
ინტერნეტის მოხმარებას განსაკუთრებით ზრდის:
- მაღალი ხარისხის ვიდეოების ყურება
- სოციალური ქსელების ვიდეომასალა
- აპლიკაციების ავტომატური განახლება
- ვიდეოზარები
- ინტერნეტის მეგობრებისთვის გაზიარება.
შეამოწმეთ, რომელ ქვეყნებში მოქმედებს თქვენი ინტერნეტპაკეტი
ერთი ქვეყნისთვის განკუთვნილი პაკეტი შესაძლოა მეზობელ ქვეყანაში აღარ მუშაობდეს. თუ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობთ, რეგიონული პაკეტი ხშირად უფრო მოსახერხებელი არჩევანია. მაგალითად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობისას შეგიძლიათ შეარჩიოთ შეთავაზება, რომელიც თქვენი მარშრუტის ყველა ქვეყანას მოიცავს.
შეამოწმეთ ტელეფონის თავსებადობა
ყველა მოწყობილობას eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს. პაკეტის შეძენამდე გადაამოწმეთ, თავსებადია თუ არა თქვენი ტელეფონის მოდელი eSIM ტექნოლოგიასთან და ხომ არ არის მოწყობილობა რომელიმე მობილური ქსელის გამოყენებაზე შეზღუდული.
როგორ მოვემზადოთ გამგზავრებამდე
eSIM უკეთესია ჯერ კიდევ საქართველოში, სტაბილურ Wi-Fi-ზე ყოფნისას გააქტიუროთ. ასე მშვიდად დაასკანერებთ QR კოდს და გადაამოწმებთ, ყველაფერი სწორად მუშაობს თუ არა.
მობილური ინტერნეტის ათვლის დრო პაკეტის პირობებზეა დამოკიდებული: ზოგჯერ ვადა უცხოეთში ჩასვლისა და ადგილობრივ ქსელთან დაკავშირებისთანავე იწყება, ზოგჯერ კი – პროფილის გააქტიურებისთანავე.
გახსოვდეთ, QR კოდი ხშირად ერთჯერადია. ამიტომ, დაყენებულ eSIM-ს ნუ წაშლით მოგზაურობის დასრულებამდე, ან სანამ პროვაიდერისგან შესაბამის მითითებას არ მიიღებთ.
გამგზავრებამდე სასარგებლოა გაეცნოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრულ გზამკვლევს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ტერმინალის, ტრანსპორტის, პარკინგისა და აეროპორტში არსებული მომსახურებების შესახებ.
რა შევამოწმოთ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას
უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ტელეფონი ადგილობრივ ქსელს, როგორც წესი, ავტომატურად უკავშირდება. თუ ინტერნეტი მაინც არ ჩაირთო, გადაამოწმეთ:
- გააქტიურებულია თუ არა eSIM
- მობილური ინტერნეტისთვის არჩეული გაქვთ თუ არა ახალი eSIM
- ჩართულია თუ არა Data Roaming
- გამორთულია თუ არა მობილური ინტერნეტის ავტომატურად ძირითად SIM ბარათზე გადართვის ფუნქცია
- სწორად არის თუ არა მითითებული APN-ის მონაცემები.
ასევე სცადეთ ტელეფონის გადატვირთვა. ხშირად ეს მარტივი ნაბიჯი პრობლემას აგვარებს.
რით ამარტივებს aviaesim მოგზაურობას
aviaesim მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინტერნეტპაკეტი გამგზავრებამდე შეარჩიოს და საჭირო QR კოდი ელექტრონულად მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ უცხო აეროპორტში SIM ბარათის მაღაზიის ძებნა, რიგში დგომა და ფიზიკური ბარათის შეცვლა აღარ დაგჭირდებათ.
მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის პაკეტი, წინასწარ გადაამოწმოს ვადა თუ ინტერნეტის მოცულობა და მარტივად დაამატოს eSIM ტელეფონში.
ეს გადაწყვეტა განსაკუთრებით პრაქტიკულია, თუ:
- ხშირად მოგზაურობთ
- მოკლე ვიზიტით მიემგზავრებით
- ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას სტუმრობთ
- ძირითადი ნომრის შენარჩუნება გსურთ
- ინტერნეტი ჩასვლისთანავე გჭირდებათ.
რატომ არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ საჯარო Wi-Fi-ს
აეროპორტებში, კაფეებსა და სასტუმროებში უფასო Wi-Fi ხშირად ხელმისაწვდომია, თუმცა ის ყოველთვის სწრაფი, სტაბილური და უსაფრთხო არ არის.
ზოგიერთ ქსელთან დასაკავშირებლად ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ზოგან კი კავშირი მომხმარებელთა სიმრავლის გამო ნელდება. საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობისას სასურველია, მოერიდოთ ონლაინბანკში, სამუშაო სისტემებსა და სხვა მნიშვნელოვან ანგარიშებში შესვლას.
საკუთარი მობილური ინტერნეტი განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც აეროპორტში ტაქსის გამოძახება, სასტუმროს მისამართის მოძებნა ან ახლობლებთან დაკავშირება გჭირდებათ.
როგორ დავზოგოთ ინტერნეტი მოგზაურობისას
სწორი პარამეტრებით ინტერნეტპაკეტი გაცილებით დიდხანს გაგიძლებთ. გამგზავრებამდე:
- ჩამოტვირთეთ დანიშნულების ქალაქის ოფლაინ რუკა
- საჭირო აპლიკაციები Wi-Fi ქსელით განაახლეთ
- ვიდეოს ხარისხი საშუალო ან დაბალ დონეზე დააყენეთ
- მუსიკა და ფილმები წინასწარ ჩამოტვირთეთ
- სისტემური განახლებები მოგზაურობის დასრულებამდე გადადეთ.
უცხოეთში ინტერნეტი ყველაზე მეტად სწორედ მოულოდნელ სიტუაციებში გვჭირდება. გადადებული ფრენა, დაგვიანებული ტრანსპორტი, უცნობი მისამართი თუ სასტუმროსთან დაკავშირება ბევრად მარტივად გვარდება, როცა კავშირზე ჩასვლისთანავე ხართ. ამიტომ, ინტერნეტზე წინასწარ ზრუნვა მხოლოდ კომფორტი არ არის, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მოგზაურობა ზედმეტი სტრესის, ხარჯისა და გაურკვევლობის გარეშე დაიწყოთ.


