FlyNero
FlyNero

დორტმუნდი ქუთაისი ავიაბილეთები 145 ლარიდან / Dortmund Kutaisi

დორტმუნდი ქუთაისი ავიაბილეთები იაფად

თუ მოინახულეთ დორტმუნდის უზარმაზარი სტადიონი, სამახსოვრო სურათებიც გადაიღეთ და დორტმუნდის ქუჩებში სეირნობისას შესანიშნავი გერმანული ლუდიც დააგემოვნეთ, მაშინ ალბათ სამშობლოში დაბრუნებაზეც გეფიქრებათ. მგზავრობის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ ავიაბილეთები დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით.

როგორ გამოვფრინდეთ დორტმუნდიდან?

წინასწარ, მოგზაურობის დასაწყისშივე ყიდულობთ უკანა გზის ბილეთსაც თუ გირჩევნიათ, უკან გამოფრენაზე გერმანიიდან იფიქროთ? თუ ენთუზიასტი მოგზაური ხართ და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება გიყვართ, ალბათ უკანა გზის ბილეთსაც რამდენიმე დღით ადრე ყიდულობთ. თუ ეს მართლაც ასეა და უკვე დორტმუნდში იმყოფებით, გეტყვით, რომ ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთს მარტივად შეიძენთ flygeorgia.ge -ზე 245 ლარიდან.

ფრენის ფასები ერთი თვის განმავლობაში დორტმუნდი დან ქუთაისი მიმართულებით, ერთი გზა

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
27 დეკემბერი 2024პირდაპირიბილეთები 359 -დან
20 დეკემბერი 2024პირდაპირიბილეთები 831 -დან
27 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 177 -დან
26 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 189 -დან
30 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 189 -დან
24 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 200 -დან
31 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 200 -დან
20 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 206 -დან
19 იანვარი 2025პირდაპირიბილეთები 360 -დან

 

დორტმუნდი ქუთაისი ავიაბილეთები

დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს შემოგთავაზებენ ავიაკომპანიები: Wizz Air და  Pegasus. სპონტანური გადაწყვეტილების მიღებისასაც კი, შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ავიაბილეთი. გაითვალისწინეთ, რომ Wizz Air ასრულებს პირდაპირ ფრენებს, ხოლო Pegasus-ის შემთხვევაში მოგიწევთ სტამბოლში გადაჯდომა.

თუ ფრენა თქვენთვის დისკომფორტთან ასოცირდება, მაშინ, ალბათ პირდაპირ ფრენებს ამჯობინებთ. დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენა 4 საათსა და 15 წუთს გრძელდება. ცხადია, გადაჯდომით რეისის ყიდვის შემთხვევაში უკან, საქართველოში დაბრუნების გზაც იზრდება. ამიტომ, თუ სახლი მოგენატრათ და ჩქარა გინდათ ქუთაისში ჩამოფრენა, სჯობს, პირდაპირი ავიარეისი აირჩიოთ.დორტმუნდი ქუთაისი ავიაბილეთები

დორტმუნდის ქუჩებსა და გასართობ ადგილებში სეირნობა ბევრისთვის ახალი ადამიანების გაცნობასთან ასოცირდება. თუ თქვენც კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, ალბათ, ბევრ მეგობარს გაიჩენდით გერმანიაში მოგზაურობისას. იქნებ, დორტმუნდის უდიდეს სტადიონზე თქვენს ნაცნობებსაც გადააწყდით?!

თუ გსურთ, თქვენს ძველ თუ ახლად გაჩენილ მეგობრებთან ერთად ქუთაისში სწრაფად ჩამოფრენა, სჯობს, წინასწარ იფიქროთ ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენაზე.  პირდაპირი რეისების შეძენას ავიაკომპანია Wizz Air-ის საშუალებით 260-809 ლარის დიაპაზონშიც შეძლებთ.

პირდაპირი ფრენები დორტმუნდი დან ქუთაისი მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 დეკემბერი 202430 დეკემბერი 2024Wizz Airბილეთები 1 240 - დან

იფიქრეთ ბარგის ზომაზე

გაითვალისწინეთ, რომ მართალია, ავიაკომპანია Wizz Air ბიუჯეტურ ფრენებს გთავაზობთ, ხშირად არ ითვალისწინებს ბარგს. თუ დორტმუნდიდან ბევრი სუვენირი მოგაქვთ და თქვენი საყვარელი ადამიანების საჩუქრებით გახარებას აპირებთ, მაშინ ბარგის წონის კონტროლი არ გეყვარებათ. თანაც, დორტმუნდში სპეციალურად შოპინგისთვის მოწყობილი ქუჩებია და რთულია, ცდუნებას გაუძლოთ. თუ თქვენც წაგძლიათ სულმა და ხელჩანთებით დამშვენებული აპირებთ ქუთაისში ჩამოფრენას, ავიაბილეთების შეძენისას გაითვალისწინეთ დასაშვები ბარგის ზომა.

დორტმუნდი ქუთაისიავიაკომპანია Wizz Air, მაგალითად, ძირითადად, მხოლოდ ხელბარგს ითვალისწინებს ავიაბილეთის ფასში. ხელბარგის ზომებიც განსაზღვრულია და მკაცრად კონტროლდება. თუმცა, ცხადია, შეგიძლიათ, შეიძინოთ დამატებითი ბარგის კილოგრამები. თუ ბილეთს თავისთავად ბიუჯეტურად ყიდულობთ,  დამატებითი 20 კილოგრამიანი ბარგის ქონის უფლებისთვის დამატებითი თანხის გადახდა, მშვიდად მგზავრობისთვის ნამდვილად ღირს.

ავიაკომპანია Pegasus დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს შედარებით არაეკონომიურ ფასებში გთავაზობთ, თუმცა, დამატებითი ბარგის ქონის უფლებას შედარებით იაფად შეძლებთ მათი არჩევის შემთხვეაში. ავიაკომპანია Pegasus-ის ბილეთებს 300 ლარიდან ზემოთ შეძლებთ, თუმცა დამატებით 20 კილოგრამი ბარგის ქონის უფლებას მხოლოდ 76-144 ლარად შეიძენთ.

 

თუ ადრე იწყებთ მოგზაურობაზე ფიქრს

თუ წინასწარ გიყვართ გეგმების გაწერა და მოგზაურობის დღეებზე 1-2 თვით ადრე ფიქრობთ, მაშინ ავიაბილეთების შეძენას კიდევ უფრო მარტივად შეძლებთ. როგორც იცით, ზაფხული დორტმუნდში ფეხბურთის კულტურასთან ასოცირდება. თუ თქვენც გიყვართ ფეხბურთი, ალბათ დორტმუნდის სტადიონზე გამართულ თამაშებს ხშირად უყურებთ. თუ ამ ისტორიულ სტადიონზე მოხვედრა თქვენი ოცნებაა, შეგიძლიათ დაფიქრდეთ ორმხრივი ავიაბილეთების შეძენაზეც იფიქროთ.

ორივე გზის ბილეთის ყიდვას 1-2 თვით ადრე დაგეგმვისას 230 ლარიდან შეძლებთ. მაგალითად, ავიაკომპანია Wizz Air ორივე გზის ბილეთს, თანაც პირდაპირ ფრენებს 250 ლარიდან 1057 ლარად შემოგთავაზებთ.  თუ დრო თქვენთვის პრიორიტეტულია, ჯობს, პირდაპირი რეისით იფრინოთ. ამ შემთხვევაში სულ რაღაც 4 საათში ჩამოფრინდებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ ბარგზე ფიქრი. სხვადასხვა რეისის შემთხვევაში, ავიაკომპანიები სხვადასხვა კილო ბარგის ქონის უფლებას გაძლევენ. შედარებით ძვირ ფრენებს გთავაზობთ ავიაკომპანია Pegasus, თუმცა მათ ბილეთებში ძირითადად მოიაზრება ხელბარგის ქონის უფლება. ამიტომ, წინასწარ იფიქრეთ თქვენს მოთხოვნებზე ფრენის დროს და  აუცილებლად შეძლებთ თქვენს პრეფერენციებზე მორგებული ავიაბილეთების შერჩევას.

თუ იმაზე დარდობთ, ქუთაისის აეროპორტიდან თბილისში როგორ დაბრუნდეთ და ამიტომ იკავებთ თავს დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით ბილეთის შეძენისაგან, დაგამშვიდებთ. ქუთაისის აეროპორტიდან საავტობუსო სერვისები Georgian Bus და Omnibus მოგემსახურებიან თქვენი რეისების დროის გათვალისწინებით.

თუ გსურთ დორტმუნდიდან ქუთაისამდე ავიაბილეთების შეძენა, დაგვიკავშირდით: 551 907 907

 

spot_imgspot_img

ბლოგები