ფრენის კომპენსაცია 600 € -მდე თუ ფრენა გაუქმდა ან გადაიდო

0
107
კომპენსაცია ფრენებზე

ფრენის გაუქმებამ, გადადებამ ან დაგვიანებამ შესაძლოა მგზავრებში დიდი დისკომფორტი და ფინანსური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია იცოდნენ რომ მათი უფლებები დაცულია და კანონის თანახმად ეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, თუ ფრენის შეფერხება ავიაკომპანიის მიზეზით ხდება, თითოეულ მგზავრს 250-დან 600 ევრომდე კომპენსაცია ფრენებზე ეკუთვნის. კომპენსაციის ოდენობას კი აეროპორტებს შორის მანძილი განსაზღვრავს. 

როგორ გამოითვლება ფრენის კომპენსაცია?

  • ფრენები 1500 კმ-მდე –  250 ევრო.
  • ფრენები 1500 – 3500 კმ-მდე – 400 ევრო.
  • ფრენები 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე – 600 ევრო.

გასათვალისწინებელია, რომ ავიაკომპანია ფრენის კომპენსაციას არ გადაიხდის, თუ რეისი უამინოდის, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდა. 

იმისთვის, რომ დაგვიანებული რეისისთვის ფინანსური კომპენსაცია ფრენებზე მიიღოთ, უნდა კმაყოფილდებოდეს შემდეგი ძირითადი პირობები:

  • თქვენმა რეისმა დანიშნულების ადგილზე ჩაფრენა 3სთ ან მეტი ხნით დაიგვიანა.
  • ფრენა გაუქმდა ან გადაიდო და ამის შესახებ ინფორმაცია მინუმუმ 14 დღით ადრე არ მიგიღიათ.
  • ადგილების არქონის ე.წ “ოვერბუქინგის” მიზეზით, თვითმფრინავში ჩასხდომაზე უარი განგიცხადეს.
  • რეისმა დაიგვიანა ან გაუქმდა ავიაკომპანიის ბრალეულობით.

ფრენის კომპენსაცია

რომელ ფრენებზე მოქმედებს ევროკავშირის რეგულაცია?

  1. გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მდებარეობს.
  2. გამგზავრება ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან, ხოლო ჩაფრენა – ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში.
  3. გამგზავრება ხდება ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოდან, ჩაფრენა კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, თუ რეისს ასრულებს ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანია.
  4. ფრენა ხორციელდება ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიის მიერ, თუმცა გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ევროკავშირის რეგულაციების გარდა, არსებობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რეგულაციები. რომელთა დაფარვის არეალი საკმაოდ ფართოა. რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავის უფლებები დაცულია ევროკავშირის გარეთაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველაზე ფართო და ეფექტური გამოყენება ევროკავშირის რეგულაციას გააჩნია.

როგორ უნდა მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია?

იმისათვის რომ მიიღოთ კომპენსაცია ფრენებზე , ჯერ უნდა გაირკვეს, რომ რეისის დაგვიანება, გადადება ან/და გაუქმება ავიაკომპანიის ბრალეულობითაა გამოწვეული. ამისათვის საჭიროა შეავსოთ ონლაინ ფორმა FlyHelp.ge  -ზე, სადაც დეტალურად შეგყავთ ფრენის დეტალები და თქვენი მონაცემები. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგიკავშირდებათ ოპერატორი. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ავიაკომპანიის რეაგირებას და კომპენსაციის მიღებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

რამდენია მომსახურების საფასური?

მომსახურების საფასური კომპენსაციიდან მიღებული თანხის 35%-ს შეადგენს. ხოლო თანხას იხდით იმ შემთხვევაში, თუ საქმე წარმატებით დასრულდა და ავიაკომპანიამ ჩვენს მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა.

მიიღე ფრენის კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე:

https://flyhelp.ge/submit-claim/

 +995 579 20 60 40

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here