ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები 129 ლარიდან / Kutaisi Dortmund

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები იაფად

დორტმუნდი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც ცნობილია მისი ისტორიული, კულტურული და სავაჭრო ღირებულებით. თუ გსურთ, რომ ეწვიოთ ქალაქს, რომელიც გამორჩეულია ფეხბურთის სიყვარულით, უნიკალური ლუდის კულტურით, ფერადი უბნებითა და მომხიბვლელი ნაგებობებით, ავიაბილეთები დორტმუნდის მიმართულებით შეიძნეთ Flygeorgia.ge -ზე თქვენთვის სასურველ დროს.

დორტმუნდი – ისტორიული ქალაქი

სანამ დორტმუნდი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტიალიზებული ქალაქი გახდებოდა, დიდი ისტორია განვლო. მეორე მსოფლიო ომის დროს დორტმუნდის შუაგულში შენობების უმრავლესობა განადგურდა. ისინი წარმატებით აღადგინეს გერმანელებმა, თუმცა ომის სიმწარე არ დაივიწყეს. ქალაქში ნახავთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ არაერთ კულტურულ ძეგლს.

შეგიძლიათ ეწვიოთ სტეინვაჩეს მუზეუმს, რომელიც წარმოადგენს ნაცისტური რეჟიმის სიმბოლოს. იგი წარმოადგენდა ერთგვარ ციხეს, რომელშიც რეჟიმის მოწინააღმდეგეებს აპატიმრებდნენ. ამ ადგილს ადგილობრივები დღემდე „დასავლეთ გერმანიის ჯოჯოხეთს“ ეძახიან. ასევე ქალაქში შეხვდებით ომში მებრძოლთა არაერთ მემორიალს.

დორტმუნდის მიმართულებით ავიაბილეთები –ს შეძენის შემთხვევაში, საშუალება გექნებათ გაეცნოთ გერმანულ კულტურასა და არქიტექტურას. მაგალითისთვის კმარა ჰოჰენსიბურგის კომპლექტი. ეს ადგილი საუკეთესოა ძველი და ახალი ეპოქების შერწყმის სანახავად. ამ ისტორიული ადგილიდან გადახედავთ ორ მდინარეს-ლენეს და რურის და მათ უმშვენიერეს ხეობებს. ასევე, აღმოაჩენთ ციხის ნანგრევებს, რაც არქეოლოგიური გათხრებით ნეოლითურ ხანას მიეკუთვნება. აქ შეხვდებით კაიზერი ვილჰელმის ძეგლს და გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰოჰენსიბურგის კაზინოს, რომელშიც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს.

ქალაქის ცენტრში ყოფნის დროს, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ დორტმუნდის ღირსშესანიშნაობას-წმინდა რეინოლდის ტაძარს. იგი მნახველს აღაფრთოვანებს გოთიკური არქიტექტურით და ბაროკოს პერიოდის შტრიხებით. ტაძარი გარშემორტყმულია ქალაქის ცენტრში არსებული თანამედროვე ნაგებობებით.  ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები შეძენა იქნება გარანტია, რომ ნახავთ ძველი და ახალი დროის არქიტექტურისა და კულტურის იდეალურ შერწყმას.

ფეხბურთის გამორჩეული კულტურა

დორტმუნდში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ნახოთ გერმანიის ფეხბურთის მუზეუმი. იმ შემთხვევაშიც, თუ ფეხბურთის მოყვარული არ ხართ, მუზეუმი გულგრილს არ დაგტოვებთ. მუზეუმი მნიშვნელოვანია არქიტექტურულადაც. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, გამართული აუდიო-ვიზუალური საშუალებებით, რათა მნახველებისთვის იყოს გასართობი და დასამახსოვრებელი. აქ მართავენ თანამედროვე გამოფენებს და მთავარი მიზანი მნახველისთვის გერმანული ფეხბურთის კულტურის საფუძვლიანად გაცნობაა.ქუთაისი დორტმუნდი

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები – ს ყიდვის შემთხვევაში საშუალება გექნებათ, ჩაწვდეთ გერმანელების გულწრფელ სიყვარულს ფეხბურთისადმი. დორტმუნდში თითქოს ყოველი ადგილი, განსაკუთრებით კი ფეხბურთის მუზეუმი, გამოხატავს გერმანელების სულისკვეთებას „ჩვენ ვართ ფეხბურთი!“

დორტმუნდზე საუბრისას, შეუძლებელია, არ ვახსენოთ სიგნალ იდუნა პარკი- გერმანიის უდიდესი და ევროპაში სიდიდით რიგით მესამე სტადიონი. იგი 81 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. იმ შემთხვევაშიც, თუ დიდი ქომაგი არ ხართ ფეხბურთის, დორტმუნდის სტადიონზე მოხვედრა საუცხოო ატმოსფეროსა და გამოცდილებას გაჩუქებთ.

გართობა დორტმუნდში

დორტმუნდი ცნობილია თავისი ულამაზესი პარკებით. აუცილებლად ეწვიეთ ვესტფალენპარკს, სადაც ყვავილების ბაღებს, ცხოველთა პარკსა და პატარა ტბებს ნახავთ. დორტმუნდი შემოგთავაზებთ ღია ბაზრებსა და უზარმაზარ საშოპინგო ცენტრებს. შეგიძლიათ, გაისეირნოთ დორტმუნდის გულში- ქუჩაზე, რომელიც გადატვირთულია შოპინგის მოყვარული ადამიანებითა და ბრენდული მაღაზიებით. ხოლო, თუ ვიდეოთამაშების მოყვარული ხართ, აუცილებლად ეწვიეთ ვიდეო-თამაშების კულტურის მუზეუმს.kutaisi dortmund flights

საღამოობით კი შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის ღამის ცხოვრებას. აუცილებლად ეწვიეთ დორტმუნდის ბარებსა და კლუბებს, რომლებშიც ყოველდღიურად უამრავი ხალხი იყრის თავს. ავიაბილეთები დორტმუნდის მიმართულებით იქნება თქვენი მოგზაურობის დასაწყისი ქალაქში, რომელიც ნებისმიერი ტიპის მოგზაურს საუცხოო თავგადასავალს პირდება.

 

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები

თუ წინასწარ დაგეგმავთ დორტმუნდში წასვლას, ქუთაისიდან გაფრენას 1-2 თვით ადრე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, დასაწყისში 129 ლარადაც კი შეძლებთ.

თუ გსურთ, მაქსიმალურად შეირგოთ მოგზაურობა და გამოფრენაზე არ იდარდოთ, უმჯობესი იქნება ორმხრივი ავიაბილეთები – ს შეძენაზე იფიქროთ, რასაც 247 ლარიდან შეძლებთ. ფრენებს ძირითადად შემოგთავაზებენ ავიაკომპანიები Wizz Air და Pegasus. ნახავთ როგორც პირდაპირ რეისებს, ასევე-გადადჯდომით.

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისი-დან დორტმუნდი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 აგვისტო 20265 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 263 - დან
8 აგვისტო 202615 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 005 - დან
10 აგვისტო 202612 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 043 - დან
11 აგვისტო 202611 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 2 659 - დან
15 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 957 - დან
29 აგვისტო 202629 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 744 - დან
5 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 857 - დან
16 სექტემბერი 202618 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 721 - დან
18 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 830 - დან
19 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 815 - დან
2 ოქტომბერი 20264 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 674 - დან
6 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 574 - დან
8 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 475 - დან
10 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 454 - დან
12 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 338 - დან
26 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 401 - დან
28 დეკემბერი 20268 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 541 - დან
29 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 479 - დან
9 ივნისი 202716 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 700 - დან
13 ივნისი 202720 ივნისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 636 - დან
23 ივნისი 202730 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 745 - დან

გაითვალისწინეთ, რომ ბარგის ზომაც განსხვავებულია ავიაბილეთების მიხედვით. ავიაბილეთების უმეტესობა ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები მოიცავს მხოლოდ ხელბარგს.

თუ თბილისში ცხოვრობთ, ქუთაისის აეროპორტი – მდე მისვლაც არ იქნება პრობლემა. თქვენს რეისებზე მორგებულ გრაფიკს შემოგთავაზებენ საავტობუსო სერვისები Omnibus და Georgian bus.

დორტმუნდის მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 551 907 907

spot_imgspot_img

ბლოგები