FlyNero
FlyNero

ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები 160 ლარიდან / kutaisi Warsaw

ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები

პოლონეთის ულამაზესი დედაქალაქი ვარშავა გამორჩეულია თავისი ისტორიული მნიშვნელობით, სიმწვანითა და მოდერნულობით. ვარშავამ მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი განსაცდელი გამოიარა ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის პერიოდში. ეს ისტორიული პერიოდი ვარშავის არქიტექტურასა და კულტურაში კარგად აისახა.

 

 

ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ უკეთ გაეცნოთ მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მოვლენას- მე-2 მსოფლიო ომს. ამისთვის, გირჩევთ, ეწვიოთ პოლონელი ებრაელების ისტორიულ მუზეუმსა და ვარშავას აღზევების მუზეუმს. შეგეძლებათ, გაისეირნოთ მუზეუმთან არსებულ თავისუფლების პარკშიც და მოინახულოთ პოლონეთის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალები.

 

მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული მემკვიდრეობა

ვარშავა ცნობილია ულამაზესი ბულვარებით, რომლებიც გაშენებულია ქალაქის არქიტექტურული ნიმუშების გაყოლებაზე. ვარშავის მიმართულებით ავიაბილეთები –ს შეძენის შემთხვევაში, თავს ამოყოფთ ვარშავის ცენტრში – „ძველ ქალაქში“ და მოინახულებთ სამეფო სასახლესა და პრეზიდენტის სასახლეს.  ვარშავას „ძველი ქალაქი“ UNESCO-ს მსოფლიოს ისტორიული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ შოპენი სწორედ ვარშავაში გაიზარდა. ვარშავის ულამაზეს გამწვანებულ პარკებსა და ბოტანიკურ ბაღებში სეირნობისას თქვენც შეიგრძნობთ იმ რომანტიკულ განწყობას, რამაც შოპენს ეს ქალაქი შეაყვარა.

შეგიძლიათ ესტუმროთ სასახლე ჩაპსკის, რომელის გარშემოც ვარშავის ელიტარული საზოგადოება შოპენის პერიოდში იკრიბებოდა. ვარშავის ულამაზეს ქუჩებსა და გარეუბნებში სეირნობისას აღმოაჩენთ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონუმენტებს, როგორებიც იყვნენ ადამ მიცკევიჩი და ნიკოლაი კოპერნიკი.

 

ვარშავა – მოდერნისტული ქალაქი

ქალაქი არც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ქუთაისიდან ვარშავის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენის შემთხვევაში საშუალება გექნებათ ეწვიოთ ბედნიერების მუზეუმს. იგი ე.წ. ბარბის სტილშია მოწყობილი და იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად გასართობად და ფოტოების გადასაღებად.

ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ან ხელოვნების ეროვნულ გალერეას და დაათვალიეროთ პოლონელი არტისტების მოდერნისტული გამოფენები. თუ თანამედროვე ხელოვნება მოგწონთ, ეს გამოფენები აუცილებლად დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

ავიაბილეთები ქუთაისი ვარშავა

იმის მიუხედავად, თუ როგორ დაგეგმავთ დღეს, საღამოობით შეგიძლიათ თავის განტვირთვისთვის ადგილობრივების მიერ დამზადებული არაყი და ტრადიციული საკვები მიირთვათ. პოლონური სამზარეულო ყველანაირი გემოვნების ადამიანს უპრობლემოდ უმასპინძლებს, შემოგთავაზებთ

kutaisi warsaw flights

ტრადიციულ ხორციან საჭმელებსაც, სუფებსაც და გემრიელ ნუგბარსაც.

ვარშავის კაფე-ბარებსა და კარაოკე-ბარებში საღამოობით ბევრი ხალხი იყრის თავს და ყოველდღიურად იმართება წვეულებები. ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ პოლონურ ღამის ცხოვრებას. იმ შემთხვევაშიც თუ მარტო მიემგზავრობის მოყვარული ხართ, ვარშავის კლუბებსა და ბარებში არაერთ მეგობარს გაიჩენთ.

 

როდის გავემგზავროთ ვარშავაში?

საუკეთესო დრო ვარშავაში ტურისტული ვიზიტისთვის ზაფხულია. მართალია, ამ დროს მჭიდროდ დასახლებულ ვარშავაში ბევრი ტურისტი იყრის თავს, თუმცა მშვენიერი საზაფხულო ტემპერატურა საშუალებას მოგცემთ ქალაქი ხელისგულივით შეისწავლოთ. შეგიძლიათ, ტურისტულ ჯგუფებსაც შეუერთდეთ და ერთად დაათვალიეროთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები. თუმცა, არც ზამთარი და შემოდგომაა მკაცრი სეზონები ამ ქალაქში ვიზიტისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით, საშუალებას მოგცემთ, თქვენს საყვარელ სეზონზე ეწვიოთ ამ ისტორიულ ქალაქს.

 

ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები გამგზავრებას შეძლებთ ისეთი ცნობილი და სანდო ავიახაზებით, როგორებიცაა: Pegasus და Wizz Air, ავიაბილეთები იაფად შეიძინეთ flygeorgia.ge -ზე, ეს კომპანიები გთავაზობენ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით რეისებს.

ავიაკომპანია Wizz Air კვირაში 5 დღე ასრულებს რეისებს ქუთაისიდან ვარშავას შოპენის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. თუ ეკონომიურად მგზავრობა თქვენი პრიორიტეტია, საშუალება გექნებათ 160 ლარიდანაც კი გაემგზავროთ პოლონეთის ულამაზეს დედაქალაქში.

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისი-დან ვარშავა-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202523 მაისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 606 - დან
17 მაისი 202521 მაისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 491 - დან
19 მაისი 202521 მაისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 432 - დან
20 მაისი 202521 მაისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 429 - დან
22 მაისი 202529 მაისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 441 - დან
24 მაისი 202525 მაისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 377 - დან
30 მაისი 202528 ივნისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 497 - დან
31 მაისი 202511 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 499 - დან
1 ივნისი 202512 ივნისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 697 - დან
2 ივნისი 202513 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 511 - დან
3 ივნისი 202513 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 488 - დან
6 ივნისი 20259 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 361 - დან
13 ივნისი 202515 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 341 - დან
16 ივნისი 202528 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 402 - დან
17 ივნისი 202529 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 392 - დან
22 ივნისი 202522 ივნისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 802 - დან
28 ივნისი 20256 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 518 - დან
1 ივლისი 20255 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 560 - დან
11 ივლისი 202525 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 476 - დან
9 აგვისტო 202510 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 901 - დან
11 აგვისტო 202521 აგვისტო 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 737 - დან
12 აგვისტო 202521 აგვისტო 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 706 - დან
13 აგვისტო 202521 აგვისტო 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 680 - დან
2 სექტემბერი 202510 სექტემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 1 050 - დან
9 სექტემბერი 202516 სექტემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 870 - დან
11 სექტემბერი 202529 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 571 - დან
17 სექტემბერი 202518 სექტემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 967 - დან
25 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 760 - დან
7 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 403 - დან
17 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 420 - დან
18 ნოემბერი 202525 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 735 - დან
19 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 428 - დან
20 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 420 - დან

ეკონომიური მგზავრობისთვის გირჩევდით, რომ წინასწარ, 1-2 თვით ადრე დაიწყოთ თქვენს მოგზაურობაზე ფიქრი. ასეთ შემთხვევაში ორმხრივ ავიაბილეთებს საკმაოდ იაფად შეიძენთ. 149 ლარიდან შეძლებთ როგორც ვარშავის მიმართულებით ბილეთის შეძენას, ასევე უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენასაც.

თუმცა, ყურადღება მიაქციეთ თქვენი ბარგის ზომას.  ავიაკომპანია Wizz Air-ის არჩევის შემთხვევაში ძირითადად თქვენი ავიაბილეთის ფასი მხოლოდ ხელბარგის ქონის უფლებას მოგცემთ.

თუ თბილისში ცხოვრობთ

ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით დედაქალაქიდან გამგზავრებას შემოგთავაზებენ Georgian Bus და Omnibus. კომპანიები საშუალებას მოგცემთ, თქვენი ფრენის დროზე მორგებული საავტობუსო რეისები შემოგთავაზოთ. ამიტომ, ქუთაისში ჩამოფრენა არ შეგიქმნით პრობლემას, მომენტალურად შეძლებთ დედაქალაქში დაბრუნებას.

თუ გსურთ ქუთაისიდან ვარშავამდე თქვენზე მორგებული ბილეთების შეძენა, დაგვიკავშირდით: 551 907 907

spot_imgspot_img

ბლოგები