ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. იგი გამორჩეულია თავისი მრავალწლოვანი ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით. ამსტერდამი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დაუვიწყარ თავგადასავალს პირდება.
ისეირნეთ ამსტერდამის ქუჩებში
ამსტერდამი ცნობილია თავისი ულამაზესი წყლის არხებით. ისინი ამსტერდამის ოქროს ხანაში, მე-16-17 საუკუნეებში გაკეთდა, რათა ქალაქის გაზრდილი მოსახლეობისთვის გადაადგილებისთვის ახალი ტრანსპორტის საშუალება გაჩენილიყო. დღეს ამსტერდამის არხები ტურისტებისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
ამსტერდამში ვიზიტისას აუცილებლად გაისეირნეთ კრუიზით მის ულამაზეს არხებზე. კრუიზების სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ნახავთ, მაგრამ, რაც მთავარია, ყველა მათგანი შემოგთავაზებთ ულამაზეს ხედებს. შეგიძლიათ არხების ნაპირებზე გაშენებული სახლების ყურებითა და ამსტერდამის მომხიბლავი ბუნებით დატკბეთ.
ქალაქი ძალიან ეკომეგობრულია. შეგიძლიათ მის ულამაზეს ქუჩებსა და ბაღებში ველოსიპედებით ისეირნოთ. თუ გსურთ, ამსტერდამის ულამაზესი ბაღები ნახოთ, ეწვიეთ ვონდელპარკს. იგი ამსტერდამის უდიდესი პარკია და აქ ნახავთ შადრევნებს, ისტორიულ მონუმენტებს, ვარდების ბაღებს და სხვა.
ამსტერდამი – ხელოვნების ქალაქი
ამსტერდამი ცნობილია მსოფლიო დონის ხელოვნების შედევრებით. აქ ნახავთ უამრავ მუზეუმს. პირველ რიგში, გირჩევდით ვან გოგის მუზეუმში სტუმრობას. მუზეუმში ნახავთ ვან გოგის ყველაზე მეტ შედევრს. მათ შორის ისეთ ცნობილ ნახატებს, როგორებიცაა: „მზესუმზირები“, “ნუშის ყვავილობა“, „კარტოფილის მჭამელები“. თუმცა, აქვე იხილავთ ვან გოგის ჩანაწერებსა და წერილებს.
ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმი ოთხსართულიანია. მუზეუმში ნახავთ მაღაზიასაც, სადაც შეგიძლიათ სამახსოვრო ნივთები შეიძინოთ. საყვარელი ადამიანებისთვის მუზეუმის მაღაზიაში თავისუფლად აარჩევთ ვან გოგის ნახატების გამოსახულებით სუვენირებს, ჭურჭელს, ბლოკნოტებს. აქ მდებარეობს კაფეცა და განსატვირთი სივრცეც, სადაც შეძლებთ დაისვენოთ და ახალი ენერგიებით შეუდგეთ დანარჩენი კოლექციის დათვალიერებას.
ვან გოგის მუზეუმთან ახლოს აუცილებლად ეწვიეთ რეიკსმუზეუმს. აქ ნახავთ ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიცაა: რემბრანტი, ვერმერი, პიერ კუპერსი და სხვა. მთელი კოლექციის სანახავად შეიძლება 5 საათზე მეტი დაგჭირდეთ, ამიტომ გირჩევთ, მომზადებულები წახვიდეთ.
რეიკსმუზეუმი გთავაზობთ ხელოვნების განვითარების 800 წლის ისტორიას. თავიდან შეაბიჯებთ გრანდიოზულ დარბაზში, რომელის ულამაზესი თაღები და დეკორირებული ფანჯრები აუცილებლად მოგჭრით თვალს. მეორე სართულზე კი იხილავთ გერმანიის ოქროს ხანის მხატვრების ნამუშევრებს, მათ შორის ვერმერისა და რემბრანტის. შემდეგ შეგიძლიათ მცირე ხნიანი შესვენება გქონდეთ მუზეუმის კაფეში და გააგრძელოთ თქვენი მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში.
ამსტერდამში ვიზიტისას გირჩევთ, ნახოთ ანა ფრანკი სახლ-მუზეუმი. იგი ამსტერდამის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. სწორედ აქ ინახება ის მოძრავი წიგნების კარადა, რომლის უკანაც ანა ფრანკი იმალებოდა და თავის ცნობილ დღიურს წერდა. მნახველების წინ ფაქტობრივად ანა ფრანკის ისტორია ცოცხლდება შემონახული ფოტოებით, დღიურითა და ვიდეოებით. აქ არსებული ატმოსფერო აუცილებლად დიდხანს შემორჩება თქვენს მეხსიერებას. მუზეუმიდან ემოციებით დატვირთული გამოხვალ.
ხელოვნების მოყვარულებს ამსტერდამში ვიზიტისას გირჩევდით დამატებით ნახოთ რემბრანტის სახლ-მუზეუმიც. აქ განთავსებული ანტიკური ავეჯი, რემბრანტის ნითების რეკონსტრუქცია და ატმოსფერო მე-17 საუკუნის ამსტერდამში გამოგზაურებთ.
ამსტერდამის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია მისი ცენტრალური მოედანი, სადაც სამეფო სასახლე და ეროვნული მონუმეტიცაა განთავსებული. მონუმენტი ასახავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
გასართობი აქტივობები ამსტერდამში
ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე ნახავთ მადამ ტუსოს მუზეუმსაც. მადამ ტუსოს მუზეუმი ნებისმიერი ასაკის ტურისტს მოგხიბლავთ, აქ ისეთი ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებთან შეძლებთ სურათების გადაღებას, როგორიცაა: ლედი გაგა, ლეონარდო დიკაპრიო, ჰარი სტაილსი და სხვა.
ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა დღესასწაულები იმართება, მათ შორის ფერების ფესტივალიც. შეგიძლიათ, წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია მსგავსი დღესასწაულების შესახებ და ამსტერდამში ყოფნისას ასეთი გამოცდილებაც მიიღოთ. ამსტერდამის მოედანზე სეირნობისას ასევე შეგიძლიათ თავს განტვირთვის საღამოც მოუწყოთ და აქ არსებულ კაფეებსა და ბარებს ეწვიოთ.
ქალაქი უამრავ ტურისტულ ღირსშესანიშნაობასა და გასართობ აქტივობებს გთავაზობთ. ამსტერდამში ვიზიტი დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ — გადახედეთ თბილისი ამსტერდამი ავიაბილეთები და დაგეგმეთ მოგზაურობა საუკეთესო ფასად.
ამსტერდამის მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 551 907 907