რა უნდა მოვინახულოთ ანტალიაში? ანტალიაში ვიზიტი ტურისტებს უამრავ თავგადასავალს პირდება. ქალაქი მდიდარია როგორც სანაპიროებით, ასევე პორტებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.
პირველ რიგში, როცა ფიქრობთ რა უნდა მოვინახულოთ ანტალიაში ვიზიტისას, აუცილებლად ეწვიეთ კალეიცის უძველეს ქალაქს. იგი რომაული დროისაა და ანტალიის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ითვლება. აქ ნახავთ ვიწრო ქუჩებს, ძველ მეჩეთებს და მათ პარალელურად თანამედროვე კაფეებსა და ბარებს, სადაც შეძლებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას. შეგძლიათ დატკბეთ პორტების ულამაზესი ხედებით. არ დაგავიწყდეთ ნახოთ კალეიცის ბრწყინვალე ადრიანეს ჭიშკარი.
ადრიანეს ჭიშკარი, თურქები მას „სამ კარიბჭეს“-აც უწოდებენ, რომაელი იმპერადორი ადრიანეს სახელზეა აშენებული ახალი წელთაღრიცხვით მე2 საუკუნეში. „სამი კარიბჭე“ კი იმიტომ ეწოდება, რომ სამი უზარმაზარი თაღი დგას ერთმანეთის გვერდიგვერდ. თაღების გვერდებზე კი კოშკები დგას, რომელთა სიმაღლე 8 მეტრს აღემატება. ადრიანეს ჭიშკარს ანტალიის სხვადასხვა მხრიდან მოკრავთ თვალს.
ანტალიაში ყოფნისას აუცილებლად ნახეთ მუსტაფა ქემალ ათათუქრის მუზეუმი. აქ ათათურქი მაშინ ატარებდა დროს, როცა ანტალიას სტუმრობდა. პირველ სართულზე ნახავთ დოკუმენტურ მასალას ათათურქის შესახებ, ფოტოებს, გაზეთებს და ა.შ. მეორე სართულზე კი შეგიძლიათ ნახოთ ათათურქის სამუშაო სივრცე და საძინებელი. მუზეუმში ნახავთ ბანკნოტებისა და მონეტების კოლექციასაც.
ანტალია მდიდარია თავისი პარკებითაც. ანტალიაში ვიზიტისას, მაგალითად ეწვიეთ დუდენ პარკს. იგი ანტალიის მშვიდი ადგილია, სადაც შეძლებთ სეირნობას და ბუნებით ტკბობას. ასევე, შეგიძლიათ ველოსიპედის დაქირავება და პარკში არსებულ ველობილიკებზე სეირნობა. პარკიდან ზღვის ულამაზესი ხედიც იშლება. ასევე, ბუნების მოყვარულებისთვის კი, რა უნდა მოვინახულოთ ანტალიაში კითხვაზე პასუხია დუდენის ჩანჩქერები, რომლებიც ანტალიის კლდეებიდან პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. ჩანჩქერებთან ვიზიტი ბევრი ლამაზი ფოტოს გადაღების საშუალებასაც მოგცემთ.
თუ ისტორიის მოყვარული ხართ, ანტალიაში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ანტალიის არქეოლოგიურ მუზეუმს. იგი შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. აქ თავმოყრილია უამრავი ისტორიული არტეფაქტი, ძველი ქვის ხანისა და ბიზანტიის იმპერიის ეპოქიდან მოყოლებული. თუმცა, შეგიძლიათ მუზეუმში თანამედროვე გამოფენებიც ნახოთ.
ანტალიაში ვიზიტი დასამახსოვრებელ თავგადასავლებს გპირდებათ. ავიაბილეთები კი ხელიმსაწვდომია თბილისიდან