ნიუ იორკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, საოცნებო და მონახულებადი ადგილია მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 65 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ნიუ იორკის უდიდესი შენობები, კულტურული მრავალფეროვნება და ფერადი ქუჩები საშუალებას მოგცემთ ამერიკის მაგიური ატმოსფერო შეიგრძნოთ და ბევრი დაუვიწყარი თავგადასავალი მოუწყოთ საკუთარ თავს.
ქალაქში ვიზიტისას აუცილებლად ეწვიეთ თავისუფლების ქანდაკებას. იგი მნიშვნელოვანია როგორც თავისი გრანდიოზულობით, ასევე-სიმბოლური დატვირთვით. თავისუფლების ქანდაკება ამერიკის ლიბერალური პოლიტიკის სიმბოლოა და ასახავს ამერიკის მეგობრულ დამოკიდებულებას იქ ჩასული ადამიანების მიმართ.
93 მეტრ სიმაღლეზე მდგარ ქანდაკებას მარჯვენა ხელში ჩირაღდანი უჭირავს, ხოლო მარცხენაში- ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მოდელი. ქანდაკებაში არსებული ლიფტი და დახვეული კიბეები საშუალებას მოგცემთ ზემოდან გადმოხედოთ ნიუ იორკს და მისი შეუდარებელი ხედებით დატკბეთ.
ნიუ იორკში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ცენტრალურ პარკს. მანჰეტენის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარკი 340 ჰექტარზეა გადაჭიმული და უამრავ გასართობს გთავაზობთ. აქ ნახავთ ზოოპარკს, ხიდებს, ბაღებს, კლასიკურ არქიტექტურას, ასევე ქანდაკებებს. ცენტრალური პარკი ნიუ იორკის ყველაზე ძველი პარკია. იგი უამრავი ფილმის გადაღების ადგილია და ზომით ბევრ ქალაქზე დიდიცაა.
ნიუ იორკში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ ელისის კუნძულს. იგი ამერიკული ოცნების განსახირებაა და გიყვებათ ისტორიას მე19 საუკუნის ემიგრანტების შესახებ. ელისის კუნძულზე შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმიც, რომლებიც ამერიკელი ემიგრანტების გამოცდილებებზე გიყვებათ. მუზეუმების სართულები ისტორიის მიხედვითაა დალაგებული, უძველესიდან უახლესამდე. ბოლო სართულზე კი ნახავთ დროებითი გამოფენების გალერეასაც.
ნიუ იორკის 360° ხედის სანახავად გირჩევდით, ეწვიოთ ჰაი-ლაინს. იგი სადგური გახლდათ მე-20 საუკუნეში და 2009 წელს გადაკეთდა პარკად. ჰაი-ლაინი ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, აქ ნახავთ ულამაზეს ყვავილებს, გამწვანებულ ადგილებს, ბრწყინვალე არქიტექტურასა და ინსტალაციებს. რაც ყველაზე მთავარია, მაღლა ასვლისას ნიუ იორკის შესანიშნავი პანორამული ხედებით დატკბებით.
თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, ნიუ იორკში მოგზაურობისას გირჩევთ არ გაუშვათ შანსი და ეწვიოთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. მუზეუმში იხილავთ ვან გოგის, კლოდ მონეს, პიკასოს, ფრიდა კალოს, სალვადორ დალის ნამუშევრებსაც. მუზეუმში ფოტოებისა და დიზაინების კოლექციებსაც შეხვდებით.
ნიუ იორკში მოხვედრა და ამ ღირსშესანიშნაობების ნახვა ბევრი ადამიანის ოცნებაა. ჯადოსნური ქალაქი დაუვიწყარი გამოცდილებების შეძენის საშუალებას მოგცემთ.
ავიაბილეთების შეძენის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში – ნიუ იორკი ავიაბილეთები