ქუთაისის აეროპორტი / qutaisis aeroporti

საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის ერთ-ერთია ქუთაისის აეროპორტი (დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი). დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეს აეროპორტი მდებარეობს ქალაქ ქუთაისიდან 14 კოლომეტრის დაშორებით, ხოლო თბილისიდან 200კმ.

2012 წელს qutaisis aeroporti განახლდა. 2022 წლის ოქტომბერში სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს. რეაბილიტაციის მიზანი იყო მგზავრთა უსაფრთხოება.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები სრულად მას შემდეგ აღდგა,  რაც ასაფრენ- დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია ბოლომდე იქნა დასრულებული. ქუთაისის აეროპორტში შესაძლებელია ერთდროულად 4 თვითმფრინავისა და 600 მგზავრის მიღება. ავტოსადგომი გვთავაზობს 24 საათიან მომსახურებას, სადაც 124 მანქანის დაყენება არის შესაძლებელი.

ქუთაისის აეროპორტი ს მიზანია მიიზიდოს დაბალბიუჯეტური კომპანიები, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ყველასთვის მიმზიდველი ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ დაბალ ფასად მოგზაურობა სხვადასხვა მიმართულებით.

ქუთაისის აეროპორტი საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან 300კმ რადიუსით უკავშირდება რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.

kutaisis aeroporti ასევე სათადარიგო მნიშვნელობისაცაა, რადგან  ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და კლიმატური პირობები გააჩნია, აქ ნებისმიერი ამინდის მიუხედავად შესაძლებელია ფრენების განხორციელება.

კოპიტნარის აეროპორტი ყველათვის ცნობილია დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების სიმრავლით. როგორებიცაა, მაგალითად: Air Astana, Wizzair, Wizz air Abu Dhabi და belavia.

პირდაპირი რეისები სრულდება შემდეგი მიმართულებით: პარიზი, ვარშავა, პრაღა, ლარნაკა, ბუდაპეშტი, დორტმუნდი,ვილნიუსი, სალონიკი, მილანი, რომი, ბარსელონა და სხვა. ჩამონათვალი მუდმივად იზრდება.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში. ვიზიარი ფრენებს მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს. ვიზიარი პირველ ადგილზეა დაბალფასიანი ავიაბილეთებით და შესრულებული რეისებით.

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა21 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanბილეთები 549 - დან
ათენი5 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 145 - დან
ბარსელონა25 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 403 - დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 386 - დან
ბრიუსელი25 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airბილეთები 389 - დან
ბრატისლავა15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 185 - დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 202620 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 253 - დან
დორტმუნდი28 აპრილი 20265 მაისი 2026Wizz Airბილეთები 339 - დან
მემინგენი27 აპრილი 20261 მაისი 2026Wizz Airბილეთები 310 - დან
ფრანკფურტი29 მაისი 20268 ივნისი 2026Wizz Airბილეთები 352 - დან

ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

სტატიის დასაწყისში როგორც გითხარით, აეროპორტის ავტოსადგომში არის 124 ადგილი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ავტოსადგომი ფასიანია და ავტომობილის ტიპის მიხედვით ფასებიც განსხვავდება.

ავტომობილის არქონის შემთხვევაში აეროპორტში მოხვედრა შეგიძლიათ სპეციალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, რომელთა სერვისებს გვთავაზობს Omnibus Express  და georgian bus.

აეროპორტის მიმართულებით ავტობუსების განრიგი მორგებულია ავიარეისების განრიგებზე. ბილეთების დაჯავშნა ხდება ონლაინ ან სატელეფონო ზარით.

აეროპორტში შეგიძლიათ აგრეთვე აიყვანოთ ტაქსი, რომლის ავტოსადგომიც არის აეროპორტის გასასვლელში.

აეროპორტში გახლავთ სამი ბანკის ბანკომატი

კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში თქვენ შეხვდებით ლიბერთი ბანკის, ქართუ ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებს. სარგებლობა შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

კვება და მაღაზიები

ქუთაისის აეროპორტში განთავსებულია მრავალფეროვანი კვების ობიექტები და მაღაზიები. სარგებლობა შეუძლია ყველა მგზავრს. რესტორნებსა და მაღაზიებს შორის არის როგორც აქაური ისე საერთაშორისო ბრენდები, რაც თავის მხრივ მგზავრებს არჩევანის საშუალებას აძლევს.

ავიაბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჩვენ საიტზე FLYGEORGIA.GE
თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ ავიაბილეთების შეძენას დაგვირეკეთ : 551 907 907 

spot_imgspot_img

ბლოგები